მაჩაბლების სისხლი ჟონავს მოტეხილი ფრთებიდან.. ისევ იფურჩქნება გაზაფხულზე ქართველის ნაფერები ვაზი, ცრემლმომდგარი ფურცლავს გაბუნდოვნებულ წარსულს და ყურში მხედრულივით ჩაესმის "ჩვენ დავბრუნდებით".. ისევ ატყვია გულზე მკერდიდან შვილებმოგლეჯილი დედის ნაიარევი.. კვლავაც არ ესმის რატომ გაყიდეს... რატომ გაზარდა მისი შვილები სხვამ, მან კი - სხვისები... ნაოჭებში ცრემლის გუბეები უდგას.. ენატრება ყველაფერი ქართული... ლოცვადქცეულ სიტყვებს იმეორებს პირჯვრის წერისას: "დამიბრუნდე უფალო".. ყოველ საღამოს ზღუდრიდან გადაავლებს თვალს "დაშორეულებულ საქართველოს", ნაიარევებიან სხეულზე დაიხედავს და რწმენაში გაყავს წლები.. როგორ გაუუცხოვდა საკუთარ ქუჩებს... სამაჩაბლო, ოსეთი, ცხინვალი... უკვე თვითინაც აღარ იცის რა ჰქვია... ყოველ ღამით დასჯილი ბავშვივით ეჩურჩულება ლიახვს.. რაღაცას აბარებს დაკარგულ შვილებთან.. ამბის მიმტანი კი არავინ ყავს... შფოთიანი ძილი დასჩემდა ბოლო 21 წელია... სიზმრად გაირბენენ კადრებივით ფერადი სურათები წარსულიდან.. გაუმთბარი მზის სხივები აღვიძებენ ახლადჩათვლემილს შავ - თეთრ რეალობაში დასაბრუნებლად.. ხელახლა იწყება ყველაფერი.. ფრთიდან ისევ ჟონავს მაჩაბელთა სისხლი.. ისევ ჩაესმის "მხედრული".. ჩაცვენილი თვალებით ისევ გამოჰყურებს გზას... ისევ სჯერა და ელის... ჩემი საფიცარი... ჩემი მზიანეთი...
No comments:
Post a Comment