მარგალიტის მძივივით ჩამოიმარცვლა დღეები... როგორ მეცოტავა.. სიზმარივით შემომაცვდა ხელჩაკიდებული ჩვენი ბავშვობა... ყოველდღიური"შვილობანა".. "ტანჯვად" ქცეული "მასწავლებლობანა"... თვითონ უმწეოებისგან ერთმანეთის "დაცვა"... საერთო თეფში... საერთო ჭიქა... ზოგჯერ საერთო საბანი... თვალებით საუბრები და ერთმანეთის ხელის გულებით მოწმენდილი ცრემლი... გაჭრილი თითივით ამეწვა ჩანისლული რეალობა... დავიკარგეთ... ბავშვობას უფროს სცოდნია სისუფთავის დაფასება... ყრუთ ამტკივდა გულთან რაღაც... თვალებში ვაშტერდები... ეშმაკურად აღარ ციმციმებს... აღარ ცელქობს... აღარ უდარდელობს ჩვენი ბავშვობა... მზერაში სევდა ჩასდგომია და რაღაცას ნანობს... დავიფანტეთ... მთელი ცხოვრება რაღაცას ვსწავლობდით, მაგრამ ერთად გაზრდილი მეგობრობა ვერ დავაბერეთ გაზრდილმა "ბავშვებმა" უკანასკნელ მზის ამოსვლამდე გამყვება ტკივილი...
No comments:
Post a Comment